Testimonials
That's what motivates us
მედვიზიტ გლობალი® წარმოადგენს სუროგაციისა და დონაციის საერთაშორისო ცენტრს, რომელიც გთავაზობთ უშვილობის მკურნალობის მაღალხარისხიან და საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებულ მომსახურებას ისეთი დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების საშუალებით, როგორებიცაა: ხელოვნური განაყოფიერება, სუროგაცია, კვერცხუჯრედის/სპერმის დონაცია და ასევე სხვა სამედიცინო სერვისები.
ჩვენი კარი ღიაა როგორც უცხოელი, ასევე ქართველი პაციენტებისათვის, რომლებსაც სურთ მისაღებ ფასად, მაღალკვალიფიციური და გამოცდილი სამედიცინო პერსონალის დახმარებით ჩაერთონ სუროგაციისა და კვერცხუჯრედის დონაციის პროგრამებში.
სუროგაცია და დონაცია საქართველოში კანონით დაშვებულია 1992 წლიდან. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სუროგატ დედასა და კვერცხუჯრედის დონორს არანაირი იურიდიული უფლება არ გააჩნია ახალშობილზე. ასევე, ახალშობილის დაბადების მოწმობაზე თავიდანვე აისახება პაციენტი მშობლების სახელი და გვარი.