მიუხედავად იმისა, რომ კვერცხუჯრედის დონორის მოძიება/შერჩევა საკმაოდ რთული და კომპლექსურია, მედვიზიტ გლობალთან ერთად აღნიშნული პროცესი მარტივი და მოსახერხებელია. ჩვენ გთავაზობთ დაცულ, კონფიდენციალურ და ონლაინ პლატფორმას. ამისათვის შეგიძლიათ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე info@medvisitglobal.com და მოითხოვოთ წვდომა ჩვენი კვერცხუჯრედის დონორების მონაცემთა ბაზაზე. ჩვენ გთავაზობთ მრავალფეროვან არჩევანს ასაკის, ფიზიკური მახასიათებლების, განათლების, ეთნიკური წარმომავლობისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით. თუ თქვენ თვითონ სირთულეებს წააწყდებით არჩევანის გასაკეთებლად, ჩვენი დონორების კოორდინატორი დაგეხმარებათ თქვენთვის სასურველი კვერცხუჯრედის დონორის შერჩევაში.
მედვიზიტ გლობალი მკაცრი და კომპლექსური კრიტერიუმების მიხედვით აწარმოებს კვერცხუჯრედის დონორთა შესარჩევ პროცესს, კერძოდ აუცილებელია ისინი აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს;
- დონორები უნდა იყვნენ 19-დან 30 წლამდე;
- ჰქონდეთ ჯანმრთელობის კარგი მდგომარეობა/რეგულარული მენსტრუალური ციკლი/სხეულის მასის ინდექსი;
- არ ჰქონდეთ თამბაქოს მოწევის, ალკოჰოლის ან ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ისტორია;
- არ ჰქონდეთ კრიმინალური წარსული;
- იყვნენ მზად ჩაიტარონ საჭირო ფსიქოლოგიური, ფიზიკური და სამედიცინო შემოწმება;
- სურდეთ მიიღონ შესაბამისი მედიკამენტები და ჩაუტარდეთ საჭირო სამედიცინო პროცედურები;
იხილეთ საინფორმაციო ბროშურა: https://docdro.id/H903L0J