სუროგაცია არის უნიკალური ალტერნატივა იმ ადამიანებისთვის, რომლებისთვისაც რიგი პრობლემების გამო ფეხმძიმობა არასასურველი, ან შეუძლებელია. ამ გზით გაჩენილ ახალშობილს არანაირი გენეტიკური კავშირი არ აქვს სუროგატ დედასთან.
საქართველოში სუროგაცია დაქორწინებული ჰეტეროსექსუალი წყვილებისთვის ლეგალურია 1992 წლიდან. უფრო მეტიც, საქართველო იმ გამონაკლისი ქვეყნების სიაშია, სადაც ბავშვის დაბადების მოწმობაზე ასახულია პაციენტი მშობლები სუროგატი დედის სახელისა და გვარის ხსენების გარეშე. სუროგატ დედას არანაირი სამეურვეო უფლება არ გააჩნია ახალშობილზე.
მედვიზიტ გლობალი უზრუნველყოფს სუროგაციის სერვისებს როგორც უცხოელი, ასევე ქართველი პაციენტი მშობლებისათვის. ჩვენ ვთანამშრომლობთ გამოცდილ და ჯანმრთელ სუროგატ დედებთან, რომლებიც მზად არიან დაგეხმაროთ მშობლად გახდომის ოცნების ასრულებაში. ისინი გადიან მკაცრ შესარჩევ პროცესს, რაც გულისხმობს იმას, რომ მოწმდება მათი ზოგადი ჯანმრთელობა, ფსიქოლოგიურ-ფიზიკური მზაობა, კრიმინალური წარსული და ფეხმძიმობის ისტორია.
როგორც კი ჩვენ პროგრამას შემოუერთდებით, პროგრამის კოორდინატორი დეტალურად გაგაცნობთ ყველა იმ ნაბიჯს, რაც საჭიროა იმისათვის, რათა სუროგაციის წყალობით გახდეთ მშობლები.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ დაუკავშირდეთ მედვიზიტ გლობალის პაციენტების კოორდინატორს შემდეგ მისამართზე: info@medvisitglobal.com
იხილეთ ბროშურა: https://docdro.id/bKLXnyz