ხელოვნური განაყოფიერება (In Vitro Fertilization)
ექსტრაკორპორული, იგივე ხელოვნური განაყოფიერება (IVF) წარმოადგენს დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების (ART) ერთ-ერთ სახეობას. იგი გულისმობს კვერცხუჯრედის განაყოფიერებას დედის სხეულის გარეთ და ემბრიონის შემდგომი გადატანას საშვილოსნოში. უფრო კონკრეტულად, აღნიშნული პროცედურა მოიცავს კვერცხუჯრედის/კვერცხუჯრედების დედის ორგანიზმიდან აღებას, სპერმით განაყოფიერებას და შემდგომ, პაციენტი დედის ან სუროგატი დედის საშვილოსნოში გადატანას. ხელოვნური განაყოფიერება (IVF) მნიშვნელოვნად ზრდის წარმატებული ჩასახვისა და ფეხმძიმობის შანსებს.
მედვიზიტ გლობალის კვალიფიციური და დიდი გამოცდილების მქონე პროფესიონალები გთავაზობთ მაღალხარისხიან ხელოვნური განაყოფიერების (IVF) მომსახურებას.