ალბათ ხშირად გვინახავს მულტფილმებსა და ზღაპრულ კინო-ფილმებში მფრინავი წეროები, რომლებსაც ნისკარტით მიჰყავთ ახალშობილები ბედნიერებითა და მოუთმენლობით აღსავსე მშობლებისათვის. როცა ბავშვები კითხულობენ, თუ როგორ მოევლინნენ ისინი ქვეყანას, პასუხად იღებენ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ან კომპოსტოში იპოვეს, ან თეთრმა წერომ კალათით დატოვა სახლის კართან.
საინტერესოა, თუ რა დგას ამ გავრცელებული მითის უკან.
ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, ქალღმერთ ჰერას ძალიან შურდა დედოფალი ჯენარას სილამაზის, რის გამოც ჰერამ იგი წეროდ გადააქცია. საპასუხოდ, ფრინველად ქცეულმა დედოფალმა ქალღმერთს ახალშობილი მოსტაცა, რასაც ბერძნები ვიზუალურად გამოსახავდნენ, როგორც მფრინავ წეროს, რომელსაც ნაჭერში გახვეული ახალშობილი მიჰყავს თავისი ნისკარტით.
რაც შეეხება ეგვიპტურ მითოლოგიას, მის მიხედვით ადამიანის სული "ბა" დაკავშირებულია წეროს სახელთან. შესაბამისად, წეროს გამოჩენა ნიშნავდა სულის დაბრუნებას. ეგვიპტელებს კი სწამდათ, რომ ყოველი ახალშობილი წარმოადგენდა ზეციდან დაბრუნებულ სულს.
ზემოხსენებული ვერსიების გარდა, არსებობს მოსაზრება, რომ აღნიშნული მითი წეროების ცხოვრების წესს უკავშირდება. პირველ რიგში, წეროები არიან მონოგამები და შესაბამისად, მათი თანაცხოვრება ოჯახური ერთგულების სიმბოლოა. ამას გარდა, მათი მიგრაციისა და რეპროდუქციის დრო შეადგენს 9 თვეს, რაც უტოლდება ფეხმძიმობის ხანგრძლივობას.