თუ ოდესმე გიფიქრიათ კვერცხუჯრედის დონაციაზე, შესაძლოა დაფიქრებულხართ იმაზე, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მას თქვენს რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და შვილოსნობის უნარზე. ალბათ გაგჩენიათ შეკითხვა: გახდება თუ არა კვერცხუჯრედის დონაცია ჩემი უშვილობის მიზეზი? პასუხი ამ შეკითხვაზე არის - არა.
კვერცხუჯრედის დონაცია არ ამოწურავს თქვენი კვერცხუჯრედის მარაგს. როდესაც ქალი აღწევს მომწიფების ასაკს, მის ორგანიზმში დაახლოებით 300 000 - 400 000 კვერცხუჯრედია. ამის მიუხედავად, პერიოდულად, მხოლოდ 10-12 კვერცხუჯრედი იზრდება და მწიფდება საკვერცხეებში. საბოლოოდ, მხოლოდ ერთი კვერცხუჯრედი იღებს ლიდერობის სათავეებს და სიგნალს უგზავნის სხვა კვერცხუჯრედებს, რომ შეწყვიტონ ზრდა. შედეგად, დანარჩენი კვერცხუჯრედები უგულებელყოფილია ორგანიზმის მიერ.
კვერცხუჯრედის დონაციის დროს ხდება კვერცხუჯრედების მედიკამენტოზური მომწიფება. აქედან გამომდინარე, დონაციის პერიოდში, ერთი კვერცხუჯრედის ნაცვლად, ყველა კვერცხუჯრედი იზრდება და მწიფდება. მოკლედ რომ ვთქვათ, დონაციის დროს გამოყენება ხდება იმ კვერცხუჯრედების, რომლებიც ბუნებრივად ისედაც უგულებელყოფილი იქნებოდა ორგანიზმის მიერ.
დასკვნის სახით, უნდა აღინიშნოს, რომ კვერცხუჯრედის დონაცია არანაირ ნეგატიურ გავლენას არ ახდენს თქვენს შვილოსნობაზე. ჩვენი გამოცდილი და პროფესიონალი ექიმები უზრუნველყოფენ დონაციის პროცესის მაქსიმალურ უსაფრთხოებას.