ახალშობილებს გააჩნიათ რამდენიმე უცნაური ფიზიკური მახასიათებელი, რაც სავსებით ნორმალურია:
- დაბადებიდან ერთი თვის განმავლობაში, ტირილის დროს, ახალშობილებს არ მოსდით ცრემლები;
- ახალშობილებს დაბადებისას აქვთ 300 ძვალი. ზრდის პროცესში ისინი ერთდება და საბოლოოდ დაიყვანება 206 ძვლამდე;
- ახალშობილებს არ შეუძლიათ სუნთქვა და ყლაპვა ერთდროულად;
- პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში, ახალშობილებს არ აქვთ უნარი, რომ შეიგრძნონ მარილის გემო;
- შესაძლოა, რომ ახალშობილმა 5-10 წამის განმავლობაში შეწყვიტოს სუნთქვა. ეს საკმარისი დროა იმისათვის, რათა ახალბედა მშობლები შეშინდნენ, თუმცა აღნიშნული მოვლენა, განსაკუთრებით ძილის დროს, სავსებით ნორმალურია. (თუ ახალშობილი ხშირად და დიდი ხნის განმავლობაში წყვეტს სუნთქვას, მიმართეთ ექიმს)
- ახალშობილებს არ აქვთ მუხლის ფირფიტა (ე.წ. ჩაშკა)
- შესაძლებელია ახალშობილს, სქესის მიუხედავად, ჰქონდეს მცირე ზომის მკერდი. ეს გამოწვეულია იმით, რომ საშვილოსნოში ყოფნის დროს, ისინი იღებენ ესტროგენის განსაზღვრულ ოდენობას, რის გამოც, შესაძლოა მცირე რაოდენობის რძემაც კი გამოჟონოს მათი მკრედიდან. როგორც წესი, დაბადებიდან რამდენიმე კვირაში, მკერდი ქრება.