სიხარულით გვინდა გაცნობოთ, რომ მედვიზიტ გლობალი სრულად ანახლებს საერთაშორისო სუროგაციის პროგრამების განხორციელებას. როგორც მოგეხსენებათ, გასულ წელს, კოვიდ-19-ის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მთავრობამ შეზღუდვა დააწესა სუროგაციასთან დაკავშირებულ სანოტარო აქტივობებზე, თუმცა დღევანდელი მდგომარეობით, ეს შეზღუდვა მოიხსნა.
ჩვენს პროფესიონალ ექიმებთან, სუროგატ დედებთან და დონორებთან ერთად, ჩვეული შემართებითა და მონდომებით ვაგრძელებთ უშვილობის მკურნალობას. ჩვენი კარი ღიაა როგორც უცხოელი, ასევე საქართველოს მოქალაქე წყვილებისათვის, რომლებსაც სურთ მშობლად ყოფნის ოცნების ასრულება.
თუ გსურთ გაიგოთ მეტი სუროგაციის შესახებ, გთხოვთ მიჰყევით შემდეგ ბმულს: https://docdro.id/bKLXnyz კვერცხუჯრედის დონაციასთან დაკავშირებით კი იხილეთ: https://docdro.id/H903L0J
შეგახსენებთ, რომ კონფიდენციალურობა სრულიად დაცულია!