საერთაშორისო სამედიცინო ტურიზმის კომპანია "მედვიზიტ გლობალი" აცხადებს ვაკანსიას კოორდინატორის პოზიციაზე
სამუშაო გრაფიკი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
• პაციენტების მიღება/დარეგისტრირება;
• პროგრამის კანდიდატების (სუროგატი დედებისა და დონორების) მონაცემთა ბაზასა და ვებ-გვერდზე დარეგისტრირება, მიმართულებების მიცემა;
• კომპანიაში შემოსული სატელეფონო ზარების პასუხი;
• კომპანიის Facebook გვერდის მართვა (პოსტების განთავსება, ინბოქსში შემოსულ შეტყობინებებსა და კომენტარებზე პასუხების გაცემა)
• კომპანიის მონაცემთა ბაზის განახლება და მონიტორინგი;
• შიდა კორესპონდენციის მიღება და გადაცემა შესაბამის ადრესატამდე;
• პაციენტების სამედიცინო კვლევებისა და მედიკამენტების დაფაილება/დახარისხება;
• სამედიცინო პერსონალთან კომუნიკაციის წარმოება;
• საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა იურიდიულ თუ სამედიცინო ვიზიტებზე თანხლება;
• მივლინებების/საქმიანი ვიზიტების ორგანიზება;
• საოფისე ინვენტარისა და მასალების მონიტორინგი;
• პრობლემების დროული აღმოჩენა და მათზე ოპერატიული რეაგირება;
• სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება
აუცილებელი მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება;
• გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
• კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel);
• ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნა;
• სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული უნარები:
• თავაზიანობა;
• სერვისზე ორიენტირებულობა;
• სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
• გუნდური მუშაობა;
• განვითარებაზე ორიენტირებულობა;
• პასუხისმგებლობა და ინიციატივის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ თქვენი CV ფოტო სურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: medvisitglobal2017@gmail.com “Subject”-ის ველში მიუთითეთ „კოორდინატორი“
განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 5 ნოემბერი.
მისამართი: ჭავჭავაძის გამზ. 39ბ
ტელ: 568 88 57 77
საერთაშორისო სამედიცინო ტურიზმის კომპანია „მედვიზიტ გლობალ“-ში თქვენ მიერ გაგზავნილი CV, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები“მედვიზიტ გლობალ“-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
„მედვიზიტ გლობალი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!